ფეხბურთი

19:53 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” წინ გაიჭრა, ზიდანის “რეალი” შინ კვლავ დაუნდობელია, “ვალენსია” – უფსკრულისკენ მიექანება

ესპანეთის ჩემპიონატში 22-ე ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა. “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოს” სძლია და სამი ქულით გაასწრო, თანაც “ხიხონთან” გასამართი დაპირისპირება თადარიგში აქვს.

ლიონელ მესიმ “როხიბლანკოს” წინააღმდეგ 28-ე შეხვედრა ჩაატარა და მათი კარი 25-ედ აიღო.

“ატლეტიკოს” მიმდინარე ლა ლიგაში სულ 10 ბურთი აქვს გაშვებული და აქედან 4 “ბარსელონასგან”.

დიეგო სიმეონეს შეგირდებს აქამდე მხოლოდ 1 წითელი ბარათი ჰქონდათ მიღებული (“მალაგასთან”) და ეს შედეგი მათ “ნოუ კამპზე” გააუმჯობესეს.

“ბარსელონას” მარჯვენა მცველმა დანიელ ალვეშმა ლუის სუარესს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რაც მისთვის 99-ე შედეგიანი პასი აღმოჩნდა ლა ლიგაში.

ზინედინ ზიდანის გაწვრთნილი მადრიდის “რეალი” შინ კვლავ დაუნდობელია. ფრანგის ხელმძღვანელობით “ბლანკოსმა” მე-3 საშინაო მატჩი ჩაატარა და მეტოქე ამჯერადაც გაანადგურა. მადრიდელებმა ”ესპანიოლს” პირველი წრის მსგავსად კვლავ 6 გოლი გაუტანეს. წინა საშინაო შეხვედრებში კი, “რეალმა” “ხიხონი” და “დეპორტივო” გაანადგურა. ამ მატჩებში “ბლანკოსმა” 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

“რეალმა” “ატლეტიკოსთან” სხვაობა ქულამდე, ხოლო “ბარსელონასთან” 4 ქულამდე შეამცირა.

კრიშტიანო რონალდუმ “ესპანიოლს” ჰეთ-თრიკი შეუსრულა და “თუთიყუშების” წინააღმდეგ მიმდინარე ლა ლიგაში 8 გოლი დაუგროვდა, რაც მისი გოლების (19) თითქმის ნახევარს უდრის.

კვლავ გაიტანა ქარიმ ბენზემას, რომელსაც 18 ბურთი დაუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირებს (კრიშტიანო რონალდუსა და ლუის სუარესს) მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.

მიმდინარე ლა ლიგაში მადრიდულ შემტევ ტრიოს 50 გოლი დაუგროვდა, ხოლო კატალონიურს – 47. სულ “ბარსელონას” 54 ბურთი აქვს გატანილი, ხოლო “რეალს” ათით მეტი – 64.

გასაკვირია, მაგრამ “რეალისა” და “ბარსელონას” შემდეგ ლა ლიგაში ყველა მეტი, 35 გოლი “ეიბარს” აქვს გატანილი. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ბორხა ბასტონია, რომლის ანგარიშზეც 15 ბურთია. მას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მეორე მეგოლე ენრიჩი, რომელმაც 6 გოლის გატანა შეძლო.

კვლავ მინიმალურად, მაგრამ მაინც იგებს “ვილიარეალი”. ვალენსიურმა კლუბმა ბრუნო სორიანოს ზუსტი პენალტით შინ “გრანადა” დაამარცხა და მე-4 ადგილზე მყარად მოსკუპდა. ისინი უახლოეს მდევარ “სევილიას” 8 ქულით უსწრებენ, ხოლო წინ მყოფ “რეალს” 3 ქულით ჩამორჩებიან.

“ვილიარეალმა” ბოლოს ლა ლიგაში 29 ნოემბერს “ხეტაფესთან” გასვლაზე წააგო (0:2). მას შემდეგ მარსელინიო ტორალის შეგირდებმა 9 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 7 მოიგეს და 2 ფრედ ითამაშეს.

“სევილიას” თავდამსხმელმა კევინ გამეირომ “ლევანტესთან” მოგებულ მატჩში (3:1) 51-ე წამზე შეძლო გოლის გატანა.

ვიგოს “სელტამ” ლა ლიგის უკანასკნელი 6 მატჩიდან 5 წააგო და ევროსაგზურების ზონიდან ამოვარდა. M

სამაგიეროდ, ცუდი სტარტის შემდეგ კარგად ათამაშებულმა “ბილბაომ” “ხეტაფე” ინიაკი უილიამსის გოლით დაამარცხა და ”სელტას” ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეს უკვე 7 გოლი აქვს გატანილი.

საშინელი სტარტის შემდეგ ძალიან მოუმატა “მალაგამ”, რომელმაც სტუმრად ”ეიბარს” სძლია და მე-10 ადგილამდე აღზევდა. აღსანიშნავია, ვეტერანი როკე სანტა კრუზის ძალიან კარგი თამაში, რომელიც ამჯერადაც შეცვლაზე შემოვიდა. მან გოლიც გაიტანა და ხუანპი ცარიელ კართან დატოვა, მაგრამ ახალგაზრდა გუნდელმა მისი გარჯა ვერ დააფასა და ისეთი პოზიციიდან ააცილა, რომ ვერ გატანა უფრო რთული იყო...

უფსკრულისკენ მიექანება “ვალენსია”, რომელმაც ბოლოს გასული 7 ნოემბერს იმარჯვა ლა ლიგაში. “ღამურებს” 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, მე-12 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულით უსწრებენ.

გარი ნევილი “ვალენსიას” მერვედ გაუძღვა ლა ლიგაში, საიდანაც 5 მატჩი ფრედ დასრულდა და 3 მისი გუნდის დამარცხებით.

მართალია, “ვალენსია” წელს საშინლად გამოიყურება, მაგრამ “მესტალიაზე” წაგებული მაინც არ ჰქონდა. თუმცა, “ღამურებმა” შინ “ხიხონთან” წააგეს და ეს ერთადერთი დადებითი შედეგიც შეწყვიტეს. “ხიხონთან” მატჩამდე “ლოს ჩეს” ლა ლიგაში ბოლოს შინ 2014 წლის 1 დეკემბერს წაეგო “ბარსელონასთან”, როდესაც სერხიო ბუსკეტსმა გამარჯვების ბურთი 94-ე წუთზე შეაგდო.

“ვალენსიას” მსგავსად, ძალიან უჭირს “ბეტისს”, რომელსაც 9 შეხვედრაა ლა ლიგაში არ მოუგია. მათ ბოლოს 2015 წლის 27 ნოემბერს გასვლაზე აჯობეს “ლევანტეს”.

“ბეტისმა” შაბათს “სოსიედადთან” გასვლაზე წააგო (1:2). რუბენ კასტროს გოლი კი, გასვლაზე გატანილი პირველი ბურთი აღმოჩნდა 27 ნოემბრის შემდეგ.

ამ მომენტისთვის ყველაზე ცოტა, 15 გოლი სწორედ “ბეტისს” აქვს გატანილი ლა ლიგაში, ხოლო შემდეგ კიდევ ერთი ანდალუსიური კლუბი “მალაგა” მოდის – 18 ბურთით.

გაშვებული ბურთებით კი, ქვედა სამეული გამოირჩევა: “ლევანტე” (41),”გრანადა” (44) და “რაიო ვალეკანო” (45). მადრიდული კლუბი თავის შეხვედრას დღეს ჩაატარებს და შესაძლოა, საკუთარი შედეგი კიდევ უფრო გააუარესოს.

ლა ლიგის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა ”ხიხონის” 19 წლის პარაგვაელი ფორვარდი ანტონიო სანაბრია, რომელმაც “მესტალიაზე” პენალტი ზუსტად შეასრულა და 15 მატჩში 10 გოლი დაუგროვდა.

თეგებილა ლიგა
ვალენსია   0 - 1    სოსიედადი

შემადგენლობა

მოვლენები

დეპორტივო   0 - 2    რეალი

შემადგენლობა

მოვლენები

გრანადა   0 - 3    ბარსელონა

შემადგენლობა

მოვლენები

ბილბაო   3 - 1    სევილია

შემადგენლობა

მოვლენები

ატლეტიკო   2 - 0    სელტა

შემადგენლობა

მოვლენები

მალაგა   4 - 1    ლას პალმასი

შემადგენლობა

მოვლენები

ესპანიოლი   4 - 2    ეიბარი

შემადგენლობა

მოვლენები

ხიხონი   2 - 0    ვილიარეალი

შემადგენლობა

მოვლენები

რაიო   3 - 1    ლევანტე

შემადგენლობა

მოვლენები

ბეტისი   2 - 1    ხეტაფე

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.259328