ფეხბურთი

21:32 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის ხედირა მიუნხენში უნდა

გერმანიის ჩემპიონ მიუნხენის “ბაიერნი” ტურინის “იუვენტუსისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, სამი ხედირას გადაბირებას აპირებს. ავტორიტეტული გამოცემა “კიკერის” ინფორმაციით, “რეკორდმაისტერის” ახალ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის 28 წლის ნახევარმცველის ხილვა “ალიანს არენაზე” უნდა. აღსანიშნავია, რომ ანჩელოტი და ხედირა ერთად ჯერ კიდევ მადრიდის “რეალში” მუშაობდნენ.

შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები კი, ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა იტალიურ მედიას თუ დავეყრდნობით, “ბაიერნი” ხედირას სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გაღებას გეგმავს.

სამი “იუვენტუსს” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ძირითად შემადგენლობაში ფეხი ადვილად მოიკიდა. გერმანელმა შუახაზელმა შავ-თეთრი მაისური აქამდე 14 მატჩში ჩაიცვა და სამი გოლიც გაიტანა.

0.114844