კალათბურთი

1:30 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიკაგო” გასოლთან განშორებას აღარ აპირებს

“ჩიკაგო ბულზის” ხელმძღვანელობამ პაუ გასოლთან დაკავშირებით, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, გეგმები შეცვალა. ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნბა-ს კლუბი ესპანელ კალათბურთელთან განშორებას აპირებდა, ახლა კი, საუბარი მასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე დაიწყო. მიმდინარე სეზონში გასოლმა მონაწილეობა 42 მატჩში მიიღო, მისი საშუალო მონაგარი კი ასეთია: 16.6 ქულა, 10.9 მოხსნა, 3.1 პასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118819