ფეხბურთი

21:35 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” შესაძლოა დეშამმა ჩაიბაროს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელით დიდიე დეშამით დაინტერესდა. ინფორმაციას Sunday Mirror-ი ავრცელებს. 47 წლის სპეციალისტს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უმთავრდება.

დეშამს საკლუბო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ფრანგი “მონაკოს”, “იუვენტუსს” და “მარსელს” თავკაცობდა.

“ჩელსის” ჩამბარებელთა სიაში დეშამის გარდა, მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელი დიეგო სიმეონე და ჩილეს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106693