ფეხბურთი

20:30 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაიანტი: “როცა მესი 17 წლის იყო, რონალდინიომ მითხრა, ლიონელი მსოფლიოში საუკეთესო გახდებაო”

ლოს ანჯელეს “ლეიკერსის” ლეგენდამ კობი ბრაიანტმა წლების წინ მისი და რონალდინიოს საუბარი გაიხსენა, რომელიც ლიონელ მესის ეხებოდა. არგენტინელი მაშინ 17 წლის იყო, “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს კი ამერიკელისთვის უთქვამს, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებაო.

“დიდი ხნის წინ, “ბარსელონა” ლოს ანჯელესში ჩამოფრინდა. რონალდინიო ჩემი კარგი მეგობარია. ჩვენ ვსაუბრობდით და მან მითხრა: “კობი, ახლა გაგაცნობ პატარა ბიჭს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.” გავოცდი და ვუთხარი, რომ თვითონ იყო საუკეთესო. იგი არ დამეთანხმა. ბიჭი, რომელზეც რონალდინიო საუბრობდა აღმოჩნდა მესი. არგენტინელი მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო.” – ციტირებს კობის სიტყვებს ESPN-ი.

ლიონელ მესი ამჟამად 28 წლისაა და მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელად უკვე 5-ჯერ დაასახელეს. საკლუბო უმაღლეს დონეზე არგენტინელს ყველაფერი აქვს მოგებული, ერთადერთი ნატვრა მესისთვის კოპა ამერიკის და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15444