ფეხბურთი

23:42 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბორუსიამ" "ბორუსიას" შანსი არ დაუტოვა

გერმანიის ბუნდესლიგის II წრე გუშინ დაიწყო და დღეს გაგრძელდა. “ბაიერნის” ერთადერთმა (მეტნაკლებად) კონკურენტმა “დორტმუნდმა” ტურის ცენტრალური თამაში ადვილად მოიგო. სამაგიეროდ, ვერც ახალ წელს იგებს ლევერკუზენის “ბაიერი”.

დორტმუნდის “ბორუსია” გასვლაზე გლადბახის მოსახელე გუნდს დაუპირისპირდა და იოლად მოიგო. მთელი თამაშის განმავლობაში ტომას ტუხელის ბიჭები უპირატესობას ფლობდნენ და თამაშს ეტყობოდა, რომ “დორტმუნდი” უფრო მაღალი კლასის გუნდია. ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს გაიხსნა, როცა ილქაი გუნდოგანის პასით მარკო როისმა ყოფილი გუნდის კარი აიღო. სხვათა შორის, მარკო ღირსეულად მოიქცა და გოლი არ აღუნიშნავს. მეორე ტაიმშიც იგივე სცენარი იყო, რაც პირველში. ანტრაქტიდან ცოტა ხანში როისი უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა, ხოლო თავი გენრიხ მხითარიანმა გამოიჩინა. მართალია, მალევე ვეტერანმა ბრაზილიელმა რაფაელმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეტი “გლადბახმა” ღირებული ვერაფერი გააკეთა და ბოლოში გუნდოგანისგან მესამეც გაუშვა.

“ლევერკუზენის” წარუმატებელ თამაშს როგორც ჩანს, დასარული აღარ უჩანს. როჯერ შმიდტის შეგირდებს ამჯერად ღრმა აუტსაიდერ “ჰოფენჰაიმთან” მოუწიათ ქულების დაკარგვა. მეტიც, რომ არა, “ფარმაცევტთა” თურქი ლეგიონერი ომერ ტოპრაკი, საერთოდ “სოფლელები” მოიგებდნენ, თუმცა გუნდებმა ქულები გაიყვეს და ვინძლო, კმაყოფილი არცერთი დარჩენილა.

“ჰანოვერს” ვეღარც ახალი მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი ტომას შააფი შველის. გასავარდნი ზონის ბინადრებმა შინ დებიუტანტ “დარმშტადტთან” წააგეს. არადა, მასპინძელთათვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო და უკვე მე-10 წუთზე პორტუგალიელი ფორვარდის, უგო ალმეიდას გოლის წყალობით წინ გავიდნენ. სხვათა შორის, ვეტერან თავდამსხმელს “ჰანოვერში” დებიუტი ჰქონდა. თუმცა ალმეიდას მხარი თანაგუნდელებმა ვერ აუბეს და მერე ორი უპასუხო გოლი გაუშვეს.

დღის დანარჩენი მატჩებიდან გამოსარჩევია ოთხეულის მკვიდრის, ბერლინის “ჰერტას” მოუგებელი მატჩი “ოლიმპიაშტადიონზე” “მაინცთან” (0:0) და “შტუტგარტის” საგარეო გამარჯვება კიოლნში – 3:1.

“ჰანოვერი” – “დარმშტადტი” 1:2 (1:1)

ჰანოვერი, HDI არენა

მაყურებელი: 35 600

“ჰანოვერი” (4-3-1-2): ცილერი; საკაი, მარსელო, შულცი (სობიეხი 90), სორგი; სანე, ჰოფმანი, პრიბი; შმიედებახი (მაქსიმი 72); სჟალაი, ალმეიდა

მწვრთნელი: შააფი

“დარმშტადტი” (4-2-3-1): მატეინია; გარიჩსი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა; ნიემეიერი, გონდორფი; ჰელერი, როზენტალი (დიასი 90), რაუში (კემპე 77); ვაგნერი (სტროჰ-ენგელი 88)

მწვრთნელი: შუსტერი

გოლები: 1:0 ალმეიდა (10), 1:1 ვაგნერი (31), 1:2 ვაგნერი (47)

გაფრთხილება: სანე (44), შულცი (81) - ნიემეიერი (23), ვაგნერი (25), გონდორფი (42), რაუში (77), გარიჩსი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 13 (5) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: აიტეკინი

“ჰერტა” – “აუგსბურგი” 0:0 (0:0)

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

მაყურებელი: 35 196

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი; სკიელბერგი, ლუსტენბერგერი (ბაუმიოჰანი 68); ჰარაგუჩი, დარიდა (შტარკი 89), კალუ; იბიშევიჩი

მწვრთნელი: დარდაი

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, მაქსი; კორი, ბაიერი; ეშვეინი (ფეულნერი 90), ჯი (მორავეკი 72), საიუბი; ბობადილია (მატავცი 90)

მწვრთნელი: ვეინზიერლი:

გაფრთხილება: იბიშევიჩი (25), ბრუკსი (45) – მაქსი (42), საიუბი (45),ვერჰაეგი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (2) – 11 (5) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: შტილერი

“ჰოფენჰაიმი” – “ლევერკუზენი” 1:1 (1:0)

ზინსჰეიმი, “ვირსოლ რეინ არენა”

მაყურებელი: 24 140

“ჰოფენჰაიმი” (4-4-2): ბაუმანი; კადერაბეკი, შარი, სულე, კიმი; ჰამადი (ამირი 79), რუდი, სტრობლი, შმიდი; ვარგასი (კრამარიჩი 83), ვოლანდი (უტი 76)

მწვრთნელი: სტევენსი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; იედვაი (დონატე 68), ტაჰი, ტოპრაკი (რამალიო 86), ვენდელი; ბელარაბი (ბრანდტი 67), კრამერი, კამპლი, ჩალჰანოღლუ; ჩიჩარიტო, კისლინგი

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 1:0 ჰამადი (40), 1:1 ტოპრაკი (75)

გაფრთხილება: კიმ ჯინ-სუ (17), ჰამადი (73) – იედვაი (58), დონატე (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 17 (8) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ფრიტცი

“ინგოლშტადტი” – “მაინცი” 1:0 (1:0)

ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”

მაყურებელი: 13 5000

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, ჰუბნერი, ბაუერი; გროსი, როგერი, მორალესი (კრისტიანსენი 68); ჰარტმანი (ბრეგერიე 90), კაჩუნგა (ლეზჩანო 64), ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი; ბაუმგალტინგერი, ლატცა; კლემენსი (სერდარი 79), მალი (დე ბლასისი 86), სამპეირო (მუტო 71); კორდობა

მწვრთნელი: შმიდტი

გოლი: 1:0 ჰარტმანი (41)

გაფრთხილება: გროსი (52), მორალესი (60) – ლატცა (79). კორდობა (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 7 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 2:6

მსაჯი: მეიერი

“კიოლნი” “შტუტგარტი” 1:3 (1:1)

კიოლნი, “რეინენერჯიშტადიონი”

მაყურებელი: 50 000

“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; ოკლოვსკი (ზოლერი 52), მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ლემანი, ვოგტი (ჯოჯიჩი 71); რისე, ოსაკო, ბიტენკურტი (მლადენოვიჩი 66); მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

“შტუტგარტი” (4-2-3-1): ტიტონი; გროსკროიცი, შვააბი, ნიედერმაიერი, ისნუა; სერეი დიე, გენტნერი; რუპი (კლეინი 87), დიდავი, კოსტიჩი (ბაუმგალრტლი 90); ვერნერი (კრავეცი 77)

მწვრთნელი: კრამნი

გოლები: 1:0 მოდესტე (19), 1:1 დიდავი (36), 1:2 ვერნერი (51), 1:3 გენტნერი (83)

გაფრთხილება: ნიედერმაიერი (36)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 16 (8) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: გრაფე

“გლადბახი” – “დორტმუნდი” 1:3 (0:1)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 54 100

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კორბი (დრმიჩი 90), კრისტიანსენი, ელვედი (ჰინტერეგერი 80), ვენდტი; ტრაორე, ნორდვეიტი, დაჰუდი (ჰოფმანი 80), ჯონსონი; სტინდლი, რაფაელი

მწვრთნელი: შუბერტი

“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, პარკი; გუნდოგანი, ვეიგლი, კასტრო (გინტერი 70); როისი (დურმი 70), ობამეიანგი (რამოსე 76), მხითარიანი

მწვრთნელი: ტუხელი

გოლები: 0:1 როისი (41), 0:2 მხითარიანი (50), 1:2 რაფაელი (58), 1:3 გუნდოგანი (75)

გაფრთხილება: ელვედი (67) – ვეიგლი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 12 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ბრიხი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.227828