ფეხბურთი

14:52 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტელო “ფიორენტინას” წევრია

კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი კრისტიან ტელო კარიერას ფლორენციის “ფიორენტინაში” გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს. 24 წლის ტელო “არტემიო ფრანკიზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო ზაფხულში სურვილის შემთხვევაში მისი გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება. ტელო ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში განათხოვრების წესით პორტუგალიურ “პორტუში” ასპარეზობდა.

“პორტუს” მადლობელი ვარ, მათ მომავალში წარმატებებს ვუსურვებ და ყოველთვის “დრაკონების” ერთ-ერთ ქომაგად დავრჩები. ბოლო პერიოდში პორტუგალიაში თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობდი და ამიტომაც დავტოვე გუნდი”, - თქვა ესპანელმა შემტევმა ახალ გუნდში გადაბარგებისას.

კრისტიან ტელო “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია, თუმცა დიდი კონკურენციის გამო “ბლაუგრანა” 2014 წლის ზაფხულში დატოვა. “პორტუში” მან საერთო ჯამში პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლი გატანა შეძლო. წლეულს კი 11 თამაშში მეტოქეები ვერ დაამწუხრა.

0.150909