ჭადრაკი

0:18 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრან-პრის შემადგენლობა ცნობილია

ფიდე-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქალთა მსოფლიო გრან-პრის ეტაპის მონაწილეთა ვინაობა. მეორე ეტაპი ირანის დედაქალაქ თეირანში 10 თებერვლიდან აიღებს სტარტს და 24 თებერვლამდე გასტანს.

მონაწილეთა შორის 2 ქართველია: ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი. შეიძლება ითქვას, რომ ნანა გრან-პრის ტურნირების სტაჟიანი მონაწილეა. მისგან განსხვავებით ნინო მსგავსი ასპარეზობის დებიუტანტია.

თეირანის ეტაპზე იასპარეზებენ:

  1. ჰამპი კონერუ (ინდოეთი)
  2. ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი)
  3. ნანა ძაგნიძე (საქართველო)
  4. ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)
  5. პია კრამლინგი (შვედეთი)
  6. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)
  7. ჩჟაო სიუე (ჩინეთი)
  8. ვალენტინა გუნინა (რუსეთი)
  9. ნინო ბაციაშვილი (საქართველო)
  10. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)
  11. ნატალია პოგონინა (რუსეთი)
  12. სარასადატი ხადემალშარი (ირანი)
0.111282