ფეხბურთი

20:33 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ივანოვიჩმა “ჩელსისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

სერბეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და “სტემფორდ ბრიჯზე” 2017 წლის ივლისამდე დარჩება. ინფორმაცია “არისტოკრატების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სერბი ფეხბურთელი ინგლისურ გრანდში მოსკოვის “ლოკომოტივიდან” 2008 წელს გადავიდა და “ჩელსისთან” ერთად თითქმის ყველა საკლუბო ტიტული მოიგო, ესენია: ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა (ორჯერ), ასოციაციის თასი (სამჯერ), ლიგის თასი, ევროპა ლიგა.

ივანოვიჩის დებიუტი გუნდში 2008 წლის სექტემბერში იყო, პირველი გოლი კი ამავე სეზონში “ლივერპულს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში გაუტანა. ჯამში “არისტოკრატების” მაისურით ბრანისლავი მოედანზე 341 მატჩში გამოჩნდა და თავი 32-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108064