ფეხბურთი

13:20 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა “იუნაიტედის” წარმომადგენლებს შეხვდა

მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მოლაპარაკებებს ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მართავს. როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა “ფრანს ფუტბოლი” იუწყება, კატალონიელი სპეციალისტი “წითელი ეშმაკების” წარმომადგენლებს პარიზში, სასტუმრო “ბრისტოლში” შეხვდა და სავარაუდოდ, მათ მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მოგეხსენებათ, გვარდიოლა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბაიერნს” დატოვებს და როგორც აქამდე არაერთხელ დაიწერა, დიდი ალბათობით, ესპანელი მწვრთნელის ახალი ნავსაყუდელი ნისლიან ალბიონზე იქნება. ამის შესახებ თავად გვარდიოლამც ისაუბრა, თუმცა მის მომავალს უფრო მეტად მეორე მანჩესტერულ კლუბ “სიტისთან” აკავშირებდნენ. რაც შეეხება “იუნაიტედს”, ლუის ვან გაალს მიმდინარე კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ჰოლანდიელი სპეციალისტის მუშაობით მანჩესტერში არცთუ მოხიბლულნი არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110019