ფეხბურთი

20:35 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: "სამწუხაროა, რაც ცხადაძის ირგვლივ ხდება"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უკრაინული "დნიპროს" შემტევმა სანდრო კობახიძემ worldsport-ge-სთან საუბრისას კახა ცხადაძის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. კობახიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი პერიოდის წინ ნაკრების მწვრთნელის შეცვლაზე ლაპარაკი საერთო საქმეს აფუჭებს.

კობახიძე: "ნაკრების ყველა ფეხბურთელმა ვიცით, რაც ხდება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება მნიშვნელოვანი პერიოდის წინ. ვგულისხმობ მომდევნო შესარჩევ ციკლს. შექმნილ აჟიოტაჟს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ახლა როდესაც როგორც იქნა დალაგდა სიტუაცია მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის, გაჩნდა იმედი შედეგის მიღწევისა. იმედი გაუჩნდათ გულშემატკივრებს და ჩვენ, ფეხბურთელებმაც გავითავისეთ მწვრთნელის ფილოსოფია. გავიგეთ, რას მოითხოვს ჩვენგან. არა მგონია, მწვრთნელის შეცვლა კარგი გადაწყვეტილება იყოს. პირიქით, ახლა ის პერიოდია, როცა სპორტის მინისტრიდან დაწყებული მინდვრის მომვლელით დამთავრებული, ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა საერთო საქმე გამოგვივიდეს. აზრთა სხვადასხვაობა და კონფლიქტები ცუდის მეტს არაფერს მოგვიტანს."

კობახიძეს ვკითხეთ, თუ რამ გამოიწვია ცხადაძის მიმართ უნდობლობა და თუ ჩანდა ამის წინაპირობა:

"ის ვიცი, რომ ლევან კობიაშვილი წესიერი პიროვნებაა და პირველს გაუხარდება ნაკრების წარმატება. არ ვიცი, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. მჯერა, რომ საერთო ენა გამოინახება. ეს პრობლემა, რაც შეიძლება, მალე უნდა მოგვარდეს. მესმის, რომ ფინანსური პრობლემები იწვევს ამ ყველაფერს. შესარჩევის წინ მწვრთნელის მიმართ ატეხილი აჟიოტაჟი და მითუმეტეს შეცვლაზე ლაპარაკი ძალიან ცუდია. ეს არა მარტო მწვრთნელზე, არამედ ფეხბურთელებზეც მოქმედებს და საერთო საქმე ზიანდება".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110529