ფეხბურთი

12:05 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" სპარინგში ხობის "კოლხეთი" დაამარცხა (VIDEO)

ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებას განაგრძობს. ალექსანდრ შტელინის შეგირდებმა „მერანთან“ გასვლითი სპარინგების (1:0, 1:1) შემდეგ, საკუთარ ბაზაზე პირველლიგელ ხობის "კოლხეთს" უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 5:1 იმარჯვეს. 24 იანვარს „ტორპედო“ საკონტროლო შეხვედრას ქობულეთში „შუქურასთან“ გამართავს. თამაში 15:00 საათზე დაიწყება.

20 იანვარი. ქუთაისი. „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზა.
"ტორპედო" (ქუთაისი) – "კოლხეთი" (ხობი) 5:1(3:0)
"ტორპედო": პირველ ტაიმში: ქვილითაია, ნიკონოვი, ნერგაძე, ქიმაძე, ხვადაგიანი, კლიმიაშვილი, კუხიანიძე (კ), გოგუაძე, წილოსანი, ტუღუში, კვერნაძე
მეორე ტაიმში: ხაინდრავა, ნაცვლიშვილი, მირცხულავა, ტაბატაძე, ბრეგვაძე, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (კ), საღრიშვილი (ბურჯანაძე, 70), შინდაგორიძე, კვარაცხელია, კაპანაძე
მთ. მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
"კოლხეთი": გელაშვილი, ონიანი, ვართაგავა, გოგენია, ფირცხელავა, ჭანტურიძე, რუხაია, მეფიშვილი, ბაკურაძე, ჭედია, თევზაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ქაჯაია, წურწუმია, ჭკადუა, ლატარია, ლოლუა, გიორგაძე, კვირტია, ბერაია
მთ. მწვრთნელი: გია გურული
გოლები: 1:0 კვერნაძე (26), 2:0 წილოსანი (27), 3:0 ტუღუში (41), 4:0, 5:0 კაპანაძე (53,59) 5:1 ჭკადუა (82, პენ)
მსაჯი: გ.დოგრაშვილი

ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110819