სპორტულ-ანალიტიკურმა ბლოგმა Show Legend BBC-ს და BuzzFeed-ის გამომზეურებულ მასალებზე დაყრდონით თავისი კვლევა ჩაატარა და იმ ჩოგბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც გარიგებული მატჩების ჩატარებაში არიან შემჩნეულნი.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილთა შორის რეიტინგის მოწინავე 50-ეულის 16 მოთამაშე ფიგურირებდა. Show Legend-მა სწორედ ეს სკანდალური სია ჩამოწერა, თუმცა, ბლოგს ქვემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეების ბინძურ საქმეებთან კავშირის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ამ არცთუ სასიამოვნო სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი – ოთხი რუსებს ჰყავთ: ნიკოლაი დავიდენკო, თეიმურაზ გაბაშვილი, ალეკსანდრ ბოგომოლოვი, იგორ ანდრეევი (ყველა – რუსეთი), ანდრეი გოლუბევი (ყაზახეთი), ლეიტონ ჰიუიტი, მეტიუ ებდონი (ორივე – ავსტრალია), იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი), ივან დოდიგი (ხორვატია), ალბერტო მონტანესი, დანიელ ხიმენო-ტრავერი (ორივე – ესპანეთი), ხუან-ინგასიო ჩელა (არგენტინა), ლუკაშ ლაცკო (სლოვაკეთი), იან ჰაიეკი (ჩეხეთი), დენის ისტომინი (უზბეკეთი) და მაიკლ რასელი (აშშ).







