არგენტინელმა მოდელმა, ლული ფერნანდესმა, რომელიც “ალბისელესტეს” ერთ-ერთ თილისმად ითვლება, დაზარალებული გაჟონიასი არ იყოს ბევრი ითმინა, ბევრი ითმინა, ბოლოს ვეღარ მოითმინა, მოიწვია ჟურნალისტები და განაცხადა: თქვე ოხერ-ტიალებო, ჩემი მკერდისა და ბარძაყის ათამაშებაზე რომ თვალები გაქვთ დაჭყეტილი, შესაბამისი ანაზღაურება მაგიდაზე რატომ არ დევსო...
საქმე ისაა, რომ არგენტინულმა სამოდელო სააგენტომ, რომელთანაც ლული აგერ უკვე მეხუთე წელია თანამშრომლობს, დიდი ფინანსური ზარალი განიცადა და ახლა ისეთ შავ დღეშია, მოდელებისათვის კონტრაქტით განსაზღვრული ანაზღაურების გადახდაც კი უჭირს. ამის მხილველი ქართველი გულში მაინც ჩაიბურტყუნებს – რუსეთი გვანახა მაგ დღეში და ჩემდათავად ვინც ცხოვრებაში რამეზე დაიწუწუნოსო... თუმცა ახლა სულ სხვა ამბავს ვყვებით.
თუკი ლული ფერნანდესს “კატორღული” შრომითა და გარჯით მოპოვებული ფული არ მისცეს, რა გამოდის? აქამდე ტყუილად უტკაცუნებია აზღუდის შესაკრავი და ტყუილად დაუტრიალებია ნახევარსაწმერთული ხელში? ტყუილად დაუტანჯია თავი ამდენი დიეტით და ტყუილად უსვია ლოსიონი ფაფუკ მკერდზე ყოველ დილითა და საღამოს, ჭამის წინ და ჭამის მერე? საქმეა ახლა ეს?...







