ფეხბურთი

10:49 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუმ” ახალი მწვრთნელი მოძებნა

პორტუგალიის ჩემპიონ “პორტუს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ჟოზე პესეირუს სახით. აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური გრანდის ვებგვერდი ავრცელებს. 55 წლის პესეირუმ “დრაკონებთან” წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და მხარეებს სურვილის შემთხვევაში მისი გახანგრძლივებაც შეეძლებათ.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა “პორტუს” თავკაცის პოსტზე ცოტა ხნის წინ დათხოვილი ესპანელი იულიენ ლოპეტეგი შეცვალა.

პესეირუს ბოლოს პორტუგალიაში “ბრაგაში” უმუშავია. ისე კი ბოლო წლებში აზიაში საქმიანობდა, სადაც საუდის არაბეთის ნაკრებსა და გაერთიანებული საამიროების გუნდ “ალ ვანდას” ედგა სათავეში.

რაც შეეხება “პორტუს”, ეს გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ლიდერ ლისაბონის “სპორტინგს” 5 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108051