ფეხბურთი

18:44 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” სანჩესი და იოზილი დერბის წინ დაუბრუნდნენ

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერ ლონდონის “არსენალს” წამყვანი ფეხბურთელები მესუტ იოზილი და ალექსის სანჩესი უბრუნდებიან. ამის შესახებ “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ორივე ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო და დიდი ალბათობით, პრემიერლიგის დამდეგ ტურში “ჩელსის” წინააღმდეგ ლონდონურ დერბიში თამაშს შეძლებენ.

მოგეხსენებათ, ჩილელი სანჩესი გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული უქმობს, ხოლო იოზილს ფეხის ანთების გამო ბოლო ტურის მატჩი “სტოკ სიტისთან” გაუცდა. “არსენალი” ინგლისის ჩემპიონატს “ლესტერ სიტისთან” ერთად ლიდერობს – ორივე გუნდს აქტივში 44 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136528