ჭადრაკი

13:34 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილის მარცხი ვეიკ-ან-ზეეში

ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე, რომელშიც ქართველი ნინო ბაციაშვილიც (2485) ირჯება, მე-3 ტურის პარტიები მიილია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე რანგით მე-2 თატა შტეელ ჩჰალლენგერს-ზე თამაშობს, მე-3 ტურში კი თეთრი ფიგურებით სამუელ სევიანს (აშშ, 2578) გაეჯიბრა და მარცხი განიცადა.

ბაციაშვილის აქტივში 1.0 ქულაა და ის 14 მონაწილეს შორის ჰოლანდიელ იორდენ ვან ფორეესტთან (2541) და ნიჯატ აბასოვთან (აზერბაიჯანი, 2556) ერთად, მეათე-მეთორთმეტე ადგილებს იყოფს.

მე-4 ტურში ნინო შავებით სწორედ ხსენებულ აბასოვს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113244