ფეხბურთი

19:42 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა პირველ ამხანაგურში გაიტანა

ლადო დვალიშვილის “პოგონმა” საკონტროლო მატჩში 4:0 სძლია პოლონეთის ქვედალიგელ “მევა რეშკოს”, ერთი გოლი კი ქართველმა ფორვარდმა გაიტანა. დვალიშვილმა პირველი ტაიმის ბოლოს 2:0 გახადა ანგარიში.

ლადო სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს. დვალიშვილმა წლეულს პირველი მატჩი ჩაატარა “პოგონში”.

ჯერაც შესაძლებელია, რომ “პოგონს” მეორე ქართველიც შეუერთდეს: საუბარია ნიკა ძალამიძეზე, რომელიც თურქულ “რიზესფორშია” და პირველ წრეში სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102891