სხვა

14:02 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ქართველს უარყოფითი ბალანსი აქვს

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის სუპერტურნირის მე-7 დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა წაააგო და მდგომარეობა გაიაურესა.

მძიმე გრაფიკის თანახმად, ისევ რთული მეტოქე ჰყავდა დასავლეთის კომუსუბის ტიტულის მქონე ტოჩინოშინს. მან აღმოსავლეთის იოკოძუნა კაკურიუსთან სოტოგაკეთი წააგო და 2 მოგების წილ 5 მარცხი მოუგროვდა.

ფავორიტებთან ბრძოლის შემდეგ, ლევან გორგაძე ცოტას “ამოისუნთქებს”. მის პირისპირ აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯი დადგება, რომელსაც ასევე უარყოფითი ბალანსი (3 მოგება, 4 მარცხი) გააჩნია.

იდენტური მაჩვენებლები აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც მე-4 წაგება აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა ჩიიოოტორისთან განიცადა. შეგახსენებთ, რომ თავად გაგამარუს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდება გააჩნია, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტამავაში იქნება.

ჰაცუ ბაშოს 7 დღის თავზე დაუმარცხებლად 2 სუმოისტი ლიდერობს: იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კოტოოგიკუ.

ჰაცუ ბაშოს მე-7 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა - 1:52-დან, ტოჩინოშინის - 9:02-დან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115828