ფეხბურთი

12:04 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო დიასი “სელტას” ფეხბურთელია

ჩილეს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მარსელო დიასი ესპანეთის პრიმერადივიზიონის ვიგოს “სელტას” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

გალისიური კლუბის საიტის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა კელტებთან 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მარსელო დიასის ყოფილ კლუბ, გერმანიის ბუნდესლიგის “ჰამბურგთან” შეთანხმების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, პორტალმა transfermarkt.de-მ ის 2 მილიონ ევროს შეაფასა. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩილელმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112793