ფეხბურთი

14:33 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანიამ “ხიმნასტიკში” 15 ნომერი აირჩია (+VIDEO)

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი აბურჯანია ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ბინადარ “ხიმნასტიკში” ერთი კვირის წინ გადაბარგდა, თუმცა ტარაგონულმა კლუბმა მხოლოდ ახლაღა წარადგინა.

გიორგისთან ერთად კიდევ ორი ახალწვეული, კამერუნელი მეკარე ფაბრის ონდოა და ესპანელი ჟუან მუნისი “ხიმნასტიკის” პრეზიდენტმა ხოპე მარია ანდრეუმ და სპორტულმა დირექტორმა ემილიო ვიკუეირამ წარადგინეს. პრეზიდენტმა ახალწვეულებს წარმატება უსურვა.

გიორგის თქმით, წელს “ხიმნასტიკს” კარგი შანსი აქვს პრიმერადივიზიონში აღსაზევებლად. სხვათა შორის, აბურჯანიამ worldsport.ge-სთვის ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, 15 ნომრის არჩევას აპირებდა და სწორედ ამ ნომრით ითამაშებს ესპანურ გუნდში მომდევნო ორწლიწადნახევრის განმავლობაში.

მოგეხსენებათ, აბურჯანია “ხიმნასტიკს” ფამაგუსტას “ანორთოსისიდან” შეუერთდა, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობდა.

Loading...
0.160403