სხვა

14:19 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მე-3 ოძეკის ვეღარ გაუმკლავდა (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ 2 ოძეკის დამარცხების შემდეგ, დასავლეთის კომუსუბის წოდების მქონე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი კიდევ ერთ ოძეკი კოტოშოგიკუს ვერ გაუმკლავდა და იორიკირით წააგო.

ამ უკანასკნელმა მიჯრით მე-5 გამარჯვება იზეიმა და იოკოძუნა ჰაკუჰოსთან და რიგით მაეგაშირა ტაკაიასუსთან ერთად ლიდერობს, ქართველ სეკიტორს კი 2 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა. ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე სწორედ ხსენებული ჰაკუჰო, რომელთანაც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში 20-ვე (!) შერკინება წაგებული აქვს.

წარუმატებელი დღე ჰქონდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელსაც ტოჩინოშინის დარი ბალანსი გაუხდა. დასავლეთის მე-9 მაეგაშირას ტიტულის მქონე გაგამარუ ზემოაღნიშნულ. დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკაიასუსთან უვატენაგეთი დამარცხდა.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის სუპერტურნირის მე-6 დრეს ქართველი გოლიათის (199 კგ.) პირისპირ დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიტაკეუმი დადგება, რომელსაც მინიმალური დადებითი ბალანსი გააჩნია. გაგამარუს ის ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს.

ჰაცუ ბაშოს მე-5 დღის ვიდეომიმოხილვაში: გაგამარუს ორთაბრძოლა 2:38 – დან, ტოჩინოშინის – 8:34-დან

0.113897