ფეხბურთი

11:43 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი იტალიის თასზე ითამაშებს

“მილანის” მთავარი მწვრთნელის სინიშა მიხაილოვიჩის განცხადებით, იტალიის თასის მეოთხედფინალში მარიო ბალოტელის სექტემბრის შემდეგ პირველად თამაშის შანსი ექნება. სერბმა სპეციალისტმა “კარპისთან” მატჩზეც ისაუბრა.

“კარპისთან” მატჩისთვის მარიო ბალოტელი მზადაა. ვიმედოვნებ, რომ მენეზიც მალე დაგვიბრუნდება. იგი მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ტკივილს არ განიცდის. “კარპისთან” თამაში რთული იქნება, რადგან ეს გუნდი 90 წუთი იბრძვის. ფოკუსირებულები ვართ და ჩვენი ძალების გვჯერა.” – ციტირებს სერბის სიტყვებს Goal-ი.

“მილანის” და “კარპის” დაპირისპირება 13 იანვარს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. აღნიშნული გუნდები მიმდინარე სეზონში უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. “როსონერიმ” მატჩი სტუმრად ჩაატარა და ფრედ 0:0 ითამაშა.

ბალოტელიმ ბოლოს 27 სექტემბერს “ჯენოას” წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა. მიმდინარე სეზონში იტალიელმა 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

0.113056