ფეხბურთი

16:25 | 10.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონის ამბები

ჯაბა კანკავას “რეიმსმა” შინ 1:3 წააგო “ტულუზასთან” და უკვე ბოლოდან მეოთხე ადგილზეა: გასავარდნ ზონასთან სულ ახლოს, მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს ბოლოდან მესამე ადგილზე მყოფ კლუბს. კანკავამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში “ხიმნასტიკმა” შინ 1:2 წააგო “ლუგოსთან”, გიორგი აბურჯანია კი განაცხადში არ იყო. გასაგებიცაა: ქართველი სულ ახალი გადასულია გუნდში და შემდეგი ტურიდან შეეძლება თამაში, როცა საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანენ. “ხიმნასტიკი” მეექვსე ადგილზეა.

გიორგი ჭანტურიას “დუისბურგი” ამხანაგურ მატჩში განადგურდა: 0:6 “კიოლნთან”. ჭანტურიამ მეორე ტაიმში სრულად ითამაშა.

ესტონეთში “ფლორამ” ამხანაგურში ნარვას “ტრანსი” 5:0 დაჩაგრა. კვლავაც “ფლორაშია” ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც სასტარტოში იყო და სესვენებისას შეცვალეს, როცა ანგარიში ჯერაც 0:0 იყო.

Loading...
0.144115