ფეხბურთი

18:01 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი და ძალამიძე ერთად?

პოლონურ “პოგონს” ნიკა ძალამიძის გადაბირება სურს. 23 წლის ქართველი ნახევარმცველი გასულ ზაფხულს პოლონეთის “იაგელონიადან” გადავიდა თურქულ “რიზესფორში”, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა თითქმის საერთოდ არ აქვს. ნიკას 2019 წლამდე აკავშირებს თურქულ კლუბთან კონტრაქტი, თუმცა “პოგონი” იჯარით აყვანაზე თანახმაა.

“პოგონში”, როგორც იცით, ლადო დვალიშვილი თამაშობს. ეს გუნდი პოლონეთში მეოთხე ადგილზეა და მწვრთნელი ჩესლავ მიხნიევიჩია, რომელიც ლოძის “ვიძევში” იყო ძალამიძის მწვრთნელი და ქართველი შემტევის შესაძლებლობებს კარგად იცნობს.

ახლა ჯერი თურქებზეა, დააკმაყოფილებთ თუ არა “პოგონის” მიერ შეთავაზებული პირობები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113996