ფეხბურთი

15:26 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილი “ზავიშადან” წავიდა

28 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი ალავერდაშვილი პოლონური ბიდგოშის “ზავიშადან” წავიდა. მან ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვიტა კონტრაქტი. ალავერდაშვილი ერთი წელი თამაშობდა ამ გუნდში, რომელიც წინა სეზონში პოლონეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მაგრამ გავარდა და ამ სეზონს პირველ ლიგაში ატარებს. “ზავიშა” პოლონეთის თასის ნახევარფინალშია გასული.

ალავერდაშვილმა, ზაფხულიდან მოყოლებული, ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა “ზავიშაში”. მან საუკეთესო თამაში ლიტვის გუნდებში აჩვენა, სადაც გოლები გოლებზე გაჰქონდა: ეს 2012-2014 წლებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10918