ფეხბურთი

13:33 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა "ანდერლეხტის" დაცვა აიკლო (+VIDEO)

ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა არნემის "ვიტესმა", რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები გურამ კაშია და ვალერი ყაზაიშვილი იცავენ, პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ჰოლანდიური გუნდი ბრიუსელის "ანდერლეხტს" დაუპირისირდა და 2:1 რომ დაამარცხა, დიდწილად ყაზაიშვილის დამსახურებაა. მართალია ქართველ შემტევს არც გოლი გაუტანია და საგოლე პასსაც არ გამორჩენილა, მაგრამ პირველი გოლი უშუალოდ მისი აქტიურობის შედეგად გავიდა, ხოლო მეორე და გამარჯვების ბურთი მის მიერ მოპოვებულ სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა. გარდა ამისა, 22 წლის ქართველმა მატჩი აქტიურად ჩაატარა და გატანა თავადაც არაერთხელ შეეძლო. განსაკუთრებით გამოსაყოფი ერთი ეპიზოდია, როცა ტექნიკურად ითამაშა და მეკარეს ბურთს მოხდენილად თავზე უგდებდა, თუმცა სიზუსტე დააკლდა, ბურთი ხარიხას მოხვდა... ყაზიაშვილმა მოედანზე 63 წუთი გაატარა და მერე შეცვალეს. რაც შეეხება გურამ კაშიას, საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მოგეხსენებათ, ბოლო დროს "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ძირითადში არც ამჯერად იყო - მოედანზე მხოლოდ 72-ე წუთზე გამოჩნდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11549