კალათბურთი

11:51 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 9 ქულა, 15 მოხსნა და ქულით წაგებული მატჩი (+VIDEO)

დასანანი მატჩი წააგო ზაზა ფაჩულიას „დალასმა“ მილუოკიში. შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე კრის მიდლტონმა გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და მასპინძლები 96:95 დააწინაურა. საფინალო სირენის თანხლებით ნასროლი დერონ უილიამსის ორქულიანი, სამწუხაროდ, კალათში არ ჩაეშვა.

29 დეკემბერს, როცა „მავერიკსმა“ მილუოკელებს უმასპინძლა და სძლია, ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო შედეგიანობით გამოირჩა და ასე იყო დღესაც - 9 ქულით, 15 მოხსნით, 3 პასით და 1 ჩაჭრით ზაზა დალასელთაგან საუკეთესო იყო. მართალია, „მავერიკსში“ 20 ქულით ბომბარდირი ნოვიცკი გახდა, ხოლო დევინ ჰარისმა 19 ქულა მიითვალა, თუმცა გამაერთიანებელი სტატისტიკით ტეხასურ გუნდში საუკეთესო შედეგი ქართველ ცენტრს ჰქონდა.

21 მოგებითა და 16 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მილუოკიდან ფაჩულიას გუნდი მინესოტაში გადაინაცვლებენ, სადაც ხვალ „ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111321