ჩოგბურთი

1:41 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

 დიდი ფინალის მოლოდინში

დოჰას ტურნირის ფინალში მსოფლიო ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, 14-გზის დიდი სლემის ჩემპიონ რაფალ ნადალს შეხვდება. ნახევარფინალში ნადალმა უკრაინელი ილია მარჩენკო 6:3, 6:3 დაამარცხა, ხოლო ნოლემ ტომაშ ბერდიხს 6:3, 7:6 აჯობა.

ნადალსა და ნოვაკს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში საყაიმოა 23:23.

2015 წელს სერბი და ესპანელი ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ყველა შეხვედრაში ბალკანელმა იმარჯვა.

ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

Qatar EcconMobile Open-ის საპრიზო ფონდი 1.2 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098798