ფეხბურთი

23:15 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“შახტარმა” მზადება დაიწყო, არაბიძეც მთავარ გუნდშია

უკრაინის ვიცე-ჩემპიონმა დონეცკის “შახტარმა” მიმდინარე სეზონისთვის მზადება განაახლა და გუნდის რიგებში ვარჯიში გიორგი არაბიძემაც დაიწყო.

“აქ, კიევში მხოლოდ უკრაინელი ფეხბურთელები და გიორგი არაბიძე ვარჯიშობენ. ბრაზილიელი ლეგიონერები კი ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოგვიერთდებიან.” - თქვა “მეშახტეების” ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში მირჩა ლუჩესკუმ.

“შახტარი” ამჯერად კიევში, ოლიმპიურ ბაზაზე ემზადება, ხოლო რამდენიმე დღეში აშშ-ში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. გუნდთან ერთად 17 წლის ქართველი შემტევიც იქნება. დონბასელები” პირველ ტესტს 17 იანვარს, ბრაზილიურ “ფლუმინენესთან” გამართავენ.

არაბიძე “შახტარში” მიმდინარე სეზონის წინ გადაბარგდა და მთავარ გუნდში ოფიციალურ მატჩებში ორჯერ ითამაშა (ერთხელ უკრაინის თასზე, ერთხელაც ჩემპიონატში), ხოლო კიდევ ერთ შეხვედრაში 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ მოედანზე არ გასულა. ისე კი, გიორგი დონეცკური გუნდის 19-წლამდელების ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა და ლუჩესკუ მას იმედის თვალით შეჰყურებს, ამის ნათელი დადასტურება (კიდევ ერთხელ) არის, რომ ვუნდერკინდი თავდამსხმელი მთავარ გუნდთან ერთად შეკრებაზე მიდის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060478