ფეხბურთი

12:22 | 7.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” დღეს საღამოს შესაძლოა უმწვრთნელოდ დარჩეს

იტალიური “მილანის” ხელმძღვანელობამ დღეს საღამოს საგანგებო შეკრება დანიშნა, სადაც გუნდის მთავარი მწვრთნელის, სინიშა მიხაილოვიჩის ბედზე იმსჯელებენ.

Football Italia-ს მტკიცებით, კლუბში ასეთი გადაწყვეტილება სერია ა-ს მე-18 ტურში, “ბოლონიასთან” 0:1 მარცხის შემდეგ მიიღეს. სერბი სპეციალისტის ბედი ბეწვზე კიდია, მით უმეტეს, რომ კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი მისი მუშაობით უკმაყოფილებას უკვე საჯაროდ გამოხატავს.

მიხაილოვიჩს შესაძლოა იმან უშველოს, რომ ამ ეტაპზე მისი შესაძლო შემცვლელი კანდიდატურა უბრალოდ არ არსებობს. ამასთან, “მილანს” მომდევნო თამაში ძალიან მალე, 9 იანვარს, სერია ა-ს მე-19 ტურის ეგიდით “რომასთან” ელის.

სერბმა “მილანი” მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ჩაიბარა. 18 მატჩში მისმა გუნდმა 8 გამარჯვება მოიპოვა, 4 თამაში ფრედ დაასრულა და 28 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059889