ფეხბურთი

13:00 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

აზარი ორი კვირით იუქმებს

ბელგიიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” შემტევი ედენ აზარი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო ორი კვირის განმავლობაში იუქმებს. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

“არისტოკრატების” ფეხბურთელმა დაზიანება “კრისტალ პალასთან” სტუმრად მოგებულ (3:0) პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩში მიიღო და მე-16 წუთზე მის ნაცვლად თამაშში პედრო როდრიგესი ჩაერთო.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ბელგიელმა საკლუბო დონეზე 27 მატჩი ჩაატარა და თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118886