ფეხბურთი

12:21 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ლიგას მოვიგებ და მერე ინგლისში წავალო...

მიუნხენის “ბაიერნის” მოქმედმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის არგაგრძელების მიზეზი ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის სურვილი გახლდათ. ამის შესახებ კატალონიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე თქვა.

“ბაიერნთან” ერთად ჯერ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ და შემდეგ სამუშაოდ ინგლისის პრემიერლიგაში წავალ. სწორედ ამ მიზეზით არ გავაფორმე ახალი კონტრაქტი მიუნხენელებთან. “ბაიერნში” თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ზაფხულში ინგლისში წავალ, დანარჩენს შემდგომში გაიგებთ”, - თქვა გვარდიოლამ.

გვარდიოლა “ბაიერნს” სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალურად დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბში იმუშავებს გაისად ესპანელი, მაგრამ კულუარებში “მანჩესტერ სიტის”, “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” ასახელებენ. მათგან ყველაზე რეალურ ვარიანტად კი “სიტი” მოსჩანს. რაც შეეხება “ბაიერნს”, “რეკორდმაისტერს” ზაფხულიდან იტალიელი კარლო ანჩელოტი გავწრთნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12288