ფეხბურთი

10:31 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი “რეალს” ემადლიერება და ზიდანს წარმატებას უსურვებს

მადრიდის “რეალიდან” ორი დღის წინ დათხოვილმა რაფაელ ბენიტესმა თავის მემკვიდრე ზინედინ ზიდანს წარმატებები უსურვა და “სამეფო კლუბს” თბილი სიტყვებით გამოემშვიდობა.

“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში მეხმარებოდნენ “რეალის” მიზნების მიღწევაში და ჩემთან ერთად მუშაობდნენ. ამ კლუბში გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელი და უბრალოდ ადამიანი.

აქვე, მინდა წარმატება და საუკეთესო მომავალი ვუსურვო ზიდანს “რეალის” თავკაცის რანგში. ამ კლუბში მუშაობა ჩემთვის საამაყო იყო და მას ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემ. მუდამ ჰალა მადრიდ”, - წერს წერილში ბენიტესი.

მოგეხსენებათ, ესპანელი სპეციალისტი მადრიდულ გრანდში ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობდა, თუმცა მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ კარგა ხნის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა. საბოლოოდ, რაფასთვის საბედისწერო “ვალენსიასთან” (2:2) მატჩი გამოდგა, რომლის შემდგომაც იგი დაკავებული პოსტიდან მოხსნეს და “რეალი” ფრანგ ზინედინ ზიდანს ჩააბარეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104224