ფეხბურთი

17:08 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვინ შესთავაზა მადრიდში დაბრუნება კასილასს...

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნიდან მალევე, გავრცელდა ინფორმაცია გუნდში იკერ კასილასის შესაძლო დაბრუნების შესახებ.

საქმეე ისაა, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “პორტუს” მეკარის ტელეფონზე მართლაც გაისმა ზარი და “სამეფო კლუბის” ყოფილ კაპიტანს, ყოფილი თანაგუნდელის ხმამ მადრიდში ამ ზამთარსვე დაბრუნება შესთავაზა, თუმცა პასუხად უარი მიიღო...

საბოლოოდ, ეს ყოველივე, ფრანგული იუმორისტული შოუს ხუმრობა აღმოჩნდა, ესპანელ ფეხბურთელს კი ზიდანის ხმით ერთ ერთი ფრანგი კომიკოსი ესაუბრა.

მომხდარს იუმორით შეხვდა კასილასიც, რომელმაც სოციალურ ქსელში თავადაც იხალისა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ “რეალში” დაბრუნება მის უახლოეს გეგმებში არ შედის.

0.124892