თამაშგარე

11:24 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრისტინა პედროჩე თავისი არჩევანით ამაყობს

მთელმა ესპანეთმა იცის, რომ მიჭყლეტილ და მიყურისძირებულ “რაიო ვალეკანოს” ისეთი დიდებული ქომაგი ჰყავს, რომ ბევრი ადამიანი ამ კლუბისადმი ინტერესს პირველ ყოვლისა ამ დიდებული ქალის გამო იჩენს. “რაიოს” ხომ არც მეტი, არც ნაკლები, უმშვენიერესი ესპანელი მოდელი, კრისტინა პედროჩე გულშემატკივრობს.

კრისტინა პედროჩემ ჯერ კიდევ წლების წინ აიღო ამ არცთუ წარმატებული კლუბის ქომაგობის მძიმე მისია და მხრებითა და მკერდით ისე დაატარებს, როგორც მეცხრამეტე საუკუნის მკვიდრი ვერელი მრეცხავი ქალი, სარეცხით სავსე სათლს და უფრო მეტიც – კრისტინას ეს ხვედრი დიახაც რომ ეამაყება!

ამასწინათ, კრისტინა პედროჩემ კიდევ ერთხელ შემოიძარცვა რაც კი ტანთ ემოსა, თამამი ფოტოები აახლა საზოგადოებას და ამ წამოპლაკვაში აღებული თანხა მთლიანად გადაურიცხა საყვარელ კლუბს. აბა ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს კი არა გავს – სიტყვით რომ დიდი ქომაგები არიან და საქმე-საქმეზე როცა მიდგება, გინების მეტი არაფერი ემეტებათ “საყვარელი” გუნდისათვის...

0.086516