“დორტმუნდის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი იონას ჰოფმანი კარიერას “გლადბახში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “კვიცების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
23 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე გააფორმა. არაოფიციალური ცნობის მიხედვით, ტრანსფერის ღირებულება 8 მილიონი ევროა.
ჰოფმანს “დორტმუნდის” ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა, რამაც ახალგაზრდა მოთამაშეს სამუშაო ადგილის შეცვლა გადააწყვეტინა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.





