ფეხბურთი

17:26 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სკა-ენერგიას” ნავალოვსკის დაბრუნება სურს

რუსეთის პირველი დივიზიონის “სკა-ენერგიას” გიორგი ნავალოვსკის დამატება სურს. 29 წლის ქართველი მარცხენა მცველი ადრე უკვე თამაშობდა ხაბაროვსკულ კლუბში, რომელიც იმ დროს პრემიერლიგაში გადასვლასთანაც ახლოს იყო. ახლა “სკა-ენერგია” მე-17 ადგილზეა.

ნავალოვსკიმ სეზონის პირველი ნახევარი გორის “დილაში” გაატარა და ამჟამად სხვადასხვა წინადადებებს ელის. არაა გამორიცხული, “სკა-ენერგიაში” დაბრუნდეს, თუმცა ჯერ მოვიცადოთ.

რუსული პრესის ცნობით, “სკა-ენერგიას” 10 ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის, გოჩა ხოჯავაც. კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იყო გუნდში და ის რჩება. საუბარია კახა ალადაშვილზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103115