ჭადრაკი

0:53 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენი მორიგ ტიტულს მიუახლოვდა

ყატარის საჭადრაკო პირველობის ბოლო ტურის წინ, გამარჯვების საუკეთესო შანსი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს (ნორვეგია, 2834) აქვს, რომელიც საწყის პარტიაში ნინო ბაციაშვილს (2498) დაუზავდა, მას შემდეგ კი, შვიდ ტურში 6.0 ქულის აღება მოახერხა.

კარლსენი 6.5 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს კონკურენტებს – ვლადიმირ კრამნიკს (რუსეთი, 2796) და იანგუი იუს (ჩინეთი, 2736) 0.5 ქულით უსწრებს. რაც შეეხება ხსენებულ ბაციაშვილს, მან დოჰაში პირველი გამარჯვება შავი ფიგურებით ინდოელ პონუსვამი კონგუველთან (2377) იზეიმა და 3.0 ქულით 107-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ბაციაშვილს კვალში უდგას სოფიკო გურამიშვილი (2368), რომელმაც შავებითვე ინდოელ ვენკატეშთან (2451) წააგო. ასევე 3.0 ქულა აქვს აქტივში და დამატებითი მაჩვენებლებით 115-ეა ნანა ძაგნიძე (2559), რომელიც ამჯერად შავი ფიგურებით იტალიელ პიერ ლუიჯი ბასოსთან (2438) დამარცხდა.

დასკვნით მე-9 ტურში ცენტრალური კარლსენის და კრამნიკის დაპირისპირება იქნება, ხოტენაშვილი ჰარშიტ რაჯას (ინდოეთი, 2325) ეთამაშება, ძაგნიძე – ნგუიენ პამს (ვიეტნამი, 2319), ბაციაშვილი – ნოდირბეკ აბდუსატოროვს (უზბეკეთი, 2429), ხოლო გურამიშვილი – აბჰიმანიუ პურანიკს (ინდოეთი, 2442).

0.170499