ფეხბურთი

14:02 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი წლის გოლის ავტორია (+VIDEO)

კატალონიური “ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი, უეფას ეგიდით ჩატარებულ მატჩებში, გულშემატკივრებმა წლის გოლის ავტორად აღიარეს.

ევროპის საფეხბურთო ასოციაციის ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში, რომლის მიზანიც 2015 წლის საუკეთესო გოლის გამოვლენა იყო, არგენტინელმა ხმათა 39 პროცენტი მიიღო. მას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის “ბაიერნის” კარში ეფექტურად გატანილი გოლი დაუფასდა.

გულშემატკივრებს მესის არა მხოლოდ დამაგვირგვინებელი დარტყმა მოეწონათ, არამედ ფენომენალური ფინტი, რომლის შემდეგაც მცველი (ბოატენგი) გაზონზე მოცელილივით დაეცა. ეფექტური იყო ბოლო დარტყმაც, რომლის შედეგადაც მან ბურთი ნოიერს ზურგს უკან ჩაუშვა.

გამოკითხვაში მესიმ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ შემტევ კრიშტიანუ რონალდუს აჯობა, რომელმაც ეფექტური გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, “ლივერპულს” გაუტანა. მესამე ადგილი ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველის, აარონ რემზის შორეულმა ზუსტმა გასროლამ დაიკავა, რომელიც მან “გალათასარაისთან” მატჩში შეასრულა.

0.154606