ჭადრაკი

14:29 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

1 გამარჯვება და 3 ყაიმი

ყატარში მიმდინარე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირის მე-6 ტურმა ისე ჩაიარა, ქართველ მონაწილეებიდან არცერთს წაუგია. სამმა მათგანმა ყაიმი გააფორმა, ერთმა კი გამარჯვება იზეიმა.

ტური ყველაზე წარმატებული სოფიკო გურამიშვილისთვის (2368) გამოდგა, რომელმაც რეიტინგით მასზე საგრძნობლად მაღლა მდგარ ეზატ მოჰამედს (ეგვიპტე, 2490) შავი ფიგურებით სძლია. გურამიშვილმა 3.0 ქულა მოაგროვა და 132 მოჭადრაკეს შორის 76-ე ადგილზე იმყოფება.

2.5-2.5 ქულა აქვთ აქტივში ბელა ხოტენაშვილს (2496) და ნანა ძაგნიძეს (2559), რომლებიც შავებით, შესაბამისად, იუქსიან ფანს (ჩინეთი, 2438) და შაჰ საგარს (ინდოეთი, 2441) დაუზავდნენ. დამატებითი მაჩვენებლებით, ხოტენაშვილი 94-ეა, ხოლო ძაგნიძე – 98-ე.

ქართველთაგან უარესი მონაგარი (1.5 ქულა) ნინო ბაციაშვილს (2498) აქვს, რომელმაც პირველ ტურში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან (ნორვეგია, 2834) ყაიმს მიაღწია. ამჯერად, ბაციაშვილი შავი ფიგურებით ჩანგრენ დაის (ჩინეთი, 2328) დაუზავდა.

6 ტურის თავზე ყატარის ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერობას ხსენებული კარლსენი ინარჩუნებს, რომლის აქტივშიც 5.0 ქულაა. მას 0.5 ქულით ერთბაშად 13 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება.

0.186304