ფეხბურთი

23:35 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი ისევ დაშავდა

“მანჩესტერ სიტის” კაპიტანი ვენსან კომპანი, ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში “სანდერლენდთან” 4:1 მოგებულ შეხვედრაში დაშავდა.

29 წლის ბელგიელს წვივის ტრავმის გამო 8 ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია და მოედანს დღეს დაუბრუნდა. ის სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ნიკოლას ოტამენდი შეცვალა, მაგრამ სულ რაღაც 9 წუთში, წინა ტრავმის რეციდივი შეემთხვა და ადგილი მარტინ დემიკელისს დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ კომპანის არყოფნის პერიოდში, “სიტიმ” პრემიერლიგის სამი შეხვედრა წააგო, მაშინ, როდესაც 18 ტურში მას ჯამში 5 მარცხი აქვს. ბელგიელის ტრავმის სიმძიმე და დაბრუნების ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112403