ფეხბურთი

13:49 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანული პრესა კვეკვესკირსა და გურულს აქებს

აზერბაიჯანული საიტი azerisport.com-ი ბაქოს “ინტერის” ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირსა და აზალ-ის გარემარბ სანდრო გურულს აქებს. ისინი სეზონის გამორჩეულ შენაძენებს შორის მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ გურულმა სეზონის პირველ ნახევარში 3 გოლი გაიტანა, სამივე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე და სამივე გადამწყვეტი იყო, რომელმაც საბოლოო შედეგზე იმოქმედა.

კვეკვესკირს რაც შეეხება, მოედნის ცენტრში მის მნიშვნელოვან როლს აღნიშნავენ - მას შემდეგ, რაც ნიკამ ტრავმა მიიღო, “ინტერის” ნახევარდაცვა შესუსტდაო. კვეკვესკირმა უკვე მოირჩინა ტრავმა და გასულ ტურში ითამაშა კიდეც.

მიმდინარე სეზონში კვეკვესკირის კარგი თამაში არც კახა ცხადაძეს გამორჩენია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც შანსი მისცა, რაც ფეხბურთელმა კარგად გამოიყენა: კარგად გამოიყურებოდა გიბრალტართან და გერმანიასთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137761