ჭადრაკი

1:03 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი ტური დოჰაში

დოჰაში მიმდინარე ყატარის ღია პირველობის მე-2 ტური წარუმატებელი აღმოჩნდა ქართველი მოჭადრაკეებისთვის. ნინო ბაციაშვილი (2498), რომელმაც საწყის ტურში ყაიმი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან (2834) გააფორმა, ამჯერად, თეთრებით მე-9 განთესვის მქონე ინდოელ ჰარიკრიშნასთან (2743) დამარცხდა.

შავი ფიგურებით წააგეს ნანა ძაგნიძემ (2559) და ბელა ხოტენაშვილმა (2496). პირველი გერმანელ ალექსანდერ სეიბთან (2425) დამარცხდა, მეორე კი – ინდოელ შაიხ მოჰამადთან (2414). ინდოელვე დას ნეელოპტალთან (2475) ყაიმს გამორჩა ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე სოფიკო გურამიშვილი (2368).

2 ტურის თავზე ყატარის პრესტიჟულ პირველობას ქულათა მაქსიმუმით 9 მონაწილე ლიდერობს: ესენი უესლი სო (აშშ, 2775), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2784), იანგუი იუ (ჩინეთი, 2736), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2723), დანიილ იუფა (რუსეთი, 2504), ჩაო ლი (ჩინეთი, 2750), დევიდ ჰოუელი (ინგლისი, 2688), დარიუშ შვიერჩი (პოლონეთი, 2646) და სეტურამანი (ინდოეთი, 2639) არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11496