ფეხბურთი

20:49 | 18.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” კონტრაქტები დაარიგა

მიუნხენის “ბაიერნმა” ოთხ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. “როკეროდმაისტერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბნმა ჟერომ ბოატენგს, ხავი მარტინესს და თომას მიულერს ხელშეკრულება 2021 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა, ხოლო ჩაბი ალონსოს – 2017 წლამდე.

ბოატენგმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მარტინესმა 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. ალონსომ 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა 25 მატჩში მეტოქეები 20-ჯერ დაამწუხრა, ხოლო 6-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111211