ფეხბურთი

21:41 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-მ კოკუს გაუხანგრძლივა

პსვ-ს ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარ მწვრთნელს ფილიპ კოკუს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 45 წლის სპეციალისტი “ფილიპს არენაზე” 2019 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ კოკუ “ეინდჰოვენის” მთავარი მწვრთნელი 2013 წელს გახდა. მან გასულ სეზონში კლუბს ჰოლანდიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა, ხოლო წელს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114674