თამაშგარე

16:07 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფატიმა ერედია და თერჯოლელი კოჭლი ნადია

მართლაც სამართლიანობა რომ სუფევდეს ჩვენს პლანეტაზე, მაშ მადრიდის “რეალის” მობურთლის, ხესე როდრიგესის გულისსწორი, წარმოშობით ბასკი მოდელი, ფატიმა ერედია მაშ სამეგრელოს მრავლისმნახველი მიწის შვილი არ უნდა იყოს? ჯერ მხოლოდ სახელი და გვარი რად ღირს? – ფატიმა ერედია. ჰა, თქვენც მოგივიდათ ელარჯისა და ნიგვზიანი ხარჩოს სურნელება?

დაახლოებით ერთი თვეა, რაც ხესე და ფატიმა ოფიციალურად გახდნენ გულისსწორნი და მთელი ესპანური “ყვითელი” მედია თავაუღებლად მათზე წერს და ქოთქოთებს. როგორც ბულვარული პრესა გვამცნობს, ამ მშვენიერ ფატიმას სოციალურ ქსელებში მხატვრულად წერის ნიჭიც ქონია და დღენიადაგ ტკბილის ენით, აქებს და ადიდებს ამ ოტროველა ხესე როდრიგესს.

კაცების ამბავი ხომ იცით? მაგათ ქალისგან ერთი კარგი შექება, ღიმილი და ფაფუკი მკერდის ათამაშება უნდათ და ფატიმა ერედიას კი არა, თერჯოლელ კოჭლ ნადიასაც კი ჩაუკოტრიალდებიან ახლადგაკრახმალებულ ლოგინში. ჰოდა, არიან ასე ბუდარა და ბუდარეხასავით ხესე და ფატიმა და დავტოვოთ ახლა ჩვენც ცოტა ხანი მარტო, უხერხულია...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088103