ფეხბურთი

22:55 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" "ბაიერნს" არ სცილდება (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XVI ტური ორი მატჩით დასრულდა. “დორტმუნდმა” და “აუგსბურგმა” შესაბამისად, “აინტრახტსა” და “შალკეს” აჯობეს.

“სიგნალ იდუნა პარკზე” “აინტრახტმა” თამაში რიხიანად დაიწყო და ალექსანდრ მეიერსი შორეული დარტყმით მალევე დაწინაურდა, თუმცა მერე ღირებული არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ სტატისტის როლში იმყოფებოდა. “ბორუსიამ” პირველ ტაიმში გაყაიმება და ბოლო წუთზე პენალტის გაფუჭება მოასწრო, სამაგიეროდ მეორე ნახევარში გაიტანა სამი უპასუხო გოლი და მეტოქეს დიდი ანგარიშით მოუგო, რითაც “ბაიერნთან” ქულათა ჩამორჩენა ისევ ხუთამდე შეამცირა. “აინტრახტის” მდგომარეობა კი უკვე კრიტიკულია – არმინ ვეჰის გუნდმა ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო.

სანამ “ბორუსია” მოიგებდა, წააგო გელზენკირხენის “შალკემ” – “ხუმარები” გასვლაზე ბოლო დროს მოფერიანებულ “აუგბსურგთან” (1:2) დამარცხდნენ და ისედაც არცთუ სახარბიელო სიტუაცია კიდევ უფრო გაიუარესეს. “აუგსბურმა” კი ამასობაში ბოლო ოთხ თამაშში 10 ქულა დააგროვა და დიდ შესვენებამდე სახიფათო ზონას გვარიანად დაშორდა.

“აუგსბურგი” – “შალკე” 2:1 (1:0) (მიმოხილვა)

აუგსბურგი, WWK არენა

მაყურებელი: 28 410

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ფეულნერი, ჰონგი, კლავანი, მაქსი; კორი, ბაიერი (იანკერი 89); ეშვეინი (დონგ-ვონი 74), ჯა ჩოელი; საიუბი; ბობადილია (მატავცი 90)

მწვრთნელი: ვეიზიერლი

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; რეიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაჩი; გეისი, გორეტცკა; სანე, მეიერი (ჰოიბერგი 80), ჩუპო-მოტინგი; ჰუნტელაარი (დი სანტო 71)

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

გოლები: 1:0 ჰონგი (34), 1:1 კოლსინაჩი (70), 2:1 საიუბი (90)

გაფრთხილება: კორი (3), ჯა ჩოელი (27) – კოლასინაჩი (32)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (6) – 15 (5) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მეიერი

“დორტმუნდი” – “აინტრახტი” 4:1 (1:1) (მიმოხილვა)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 81 359

“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, ბენდერი, ჰუმელსი (სოკრატისი 79), შმელცერი; გუნდოგანი, ვეიგლი, კასტრო; მხითარიანი (რამოსი 82), ობამეიანგი, როისი (კაგავა 43)

მწვრთნელი: ტუხელი

“აინტრახტი” (4-1-4-1): ჰრადეცკი; იგნიოვსკი, კინსომბი, აბრაჰამი (რინდერკნეხტი 85), ჯაკპა; ჰასებე; აიგნერი (ჩანდლერი 46), მოდოევიჩი, მეიერი, ოცზიპკა; სეფეროვიჩი

მწვრთნელი: ვეჰი

გოლები: 0:1 მეიერი (6), 1:1 მხითარიანი (24), 2:1 ობამეიანგი (57), 3:1 ჰუმელსი (61), 4:1 რამოსი (86)

გაფრთხილება: მოდოევიჩი (28, 44)

გაძევება: მოდოევიჩი (44)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (11) – 3 (2) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 14:1 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: დინგერტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.236146