ფეხბურთი

16:26 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში: “ავსტრიასთან ფრთხილად ვიქნებით”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ იოლი ჯგუფი ფინალურ ეტაპზე არ არსებობს და გუნდები პორტუგალიის წინააღმდეგ მოტივირებულნი ითამაშებენ.

“არც ადვილი ჯგუფების მჯერა და არც იოლის. ისლანდია ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, ჯგუფიდან პირდაპირი წესით გავიდა და გზად ჰოლანდია მოიტოვა, რაც ამ ნაკრების პოტენციალზე მეტყველებს. ავსტრიას ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, შესარჩევ ეტაპზე მაღალ დონეზე ითამაშე და მათთან ფრთხილად ვიქნებით. მთავარი ისაა, რომ პორტუგალიის წინააღმდეგ ყველა მოტივირებული იქნება.” – განუცხადა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს სანტუშმა.

პორტუგალიის ეროვნული გუნდი F ჯგუფში ავსტრიასთან, ისლანდიასთან და უნგრეთთან ერთად მოხვდა. სანტუშის გუნდი პირველ მატჩს 14 ივნისს ისლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062627