ფეხბურთი

12:25 | 12.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესი” ხარაიშვილს დღეს დააკვირდება

თბილისის “საბურთალოს” 19 წლის შემტევ გიორგი ხარაიშვილს დღეს ქუთაისის “ტორპედოსთან” მატჩში არნემის “ვიტესის” წარმომადგენლები დააკვირდებიან. როგორც worldsport.ge-ს “საბურთალოს” პრესსამსახურმა განუცხადა, უკვე თბილისში იმყოფებიან არნემული გუნდის სკაუტები, მათ შორის ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და ამჟამად “ვიტესში” მომუშავე ტეო იანსენი. ასევე ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიურმა კლუბმა თბილისელებს ოფიციალური წერილიც მიწერა.

“ვიტესის” მხრიდან ხარაიშვილის დაინტერესებაზე ადრეც ვწერდით და როგორც ჩანს, მართლაც არსებობს შანსი, რომ გიორგი ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას თანაგუნდელი გახდეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119059